ქართველოლოგიის ცენტრი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი

ისტორია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრი (შემდეგ ცენტრი)  შეიქმნა 2000 წელს (დირექტორი ნ. ვერძაძე, მოადგილეები - მ. ფაღავა, მ. ჩოხარაძე). მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა ისტორიული სამხრეთ საქართველოსა (ჭოროხის აუზის) და ლაზეთის კვლევა.

2008-2010 წლებში უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა ,,ქართველოლოგიის ინსტიტუტი“, რომელმაც 2013 წელს არსებობა გააგრძელა ,,ქართველოლოგიის ცენტრის’’ სახელით. ინსტიტუტი შეიქმნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  ბაზაზე. 2004 წლიდან ცენტრის ხელმძღვანელია პროფესორი მ. ფაღავა, მოადგილე - პროფესორი მ. ჩოხარაძე.

სამეცნიერო ცენტრის პერიოდული გამოცემაა - ,,კრებული” (დღემდე გამოცემულია ,,კრებულის” 10 ტომი და მისი დამატება ,,ხერთვისი” – სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი (გამოიცა მხოლოდ ერთი ნომერი 2005 წელს)

ცენტრის გამოცემებია აგრეთვე: ,,ისტორიული სამხრეთ საქართველოს ყოფა და კულტურა“ - (სერია);  ,,კულტუროლოგიური და ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“;
,,ლინგვოკულტურული ძიებანი“;   ,,ანთროპოლოგიური ჟურნალი“ [ადამიანი].

ცენტრის მეცნიერთა მონაწილეობით დღემდე მოეწყო 25 ექსპედიცია, აქედან 2 აჭარაში (2001 და 2002 წწ), სხვა - ჭოროხის ხეობაში (შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი), ლაზეთში და მუჰაჯირთა შთამომავლებით დასახლებულ პროვინციებში თურქეთის რესპუბლიკის მარმარილოს ზღვისა (ბალიქესირის, ბურსის, იალოვას, საქარიას, სტამბოლის, ქოჯაელის პროვინციები) და შავი ზღვის რეგიონში (ამასიის, გირესუნის, დუზჯეს, თოქათის, ორდუს, სამსუნის, სინოპის პროვინციები). მოპოვებულია ძვირფასი დიალექტოლოგიური, ფოლკლორული და ეთნოლოგიური მასალები, შექმნილია უნიკალური ფოტო და ვიდეო არქივი. მიმდინარეობს თურქეთის საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების არქეოლოგიური შესწავლა...

ცენტრის მეცნიერები ამჟამად რამდენიმე პროექტზე მუშაობენ, მათ შორის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტების ფარგლებში. პრაქტიკულად, ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, ტრადიცია, სტრუქტურა; დაგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება, მასალა... სადღეისოდ შექმნილია ყველა პირობა ამ ჯგუფის მიერ ჭოროხის ,,ქვეყნების“ კომპლექსური შესწავლისათვის, ქართველოლოგიის ცენტრის მეცნიერები  კომპეტენტური არიან იკვლიონ ისტორიული საქართველოს ეს კუთხეები.

კვლევებში ჩართულნი არიან ძველი და ახალი თაობის მკვლევრები.  ცენტრის სამეცნიერო პერსონალთან ერთად ზემოხსენებული პროექტების განხორციელებაში  მონაწილეობენ დოქტორანტები და მაგისტრანტები. ისტორიული სამხრეთ საქართველოსა და მუჰაჯირობის პრობლემებზე მომზადდა რამდენიმე სადოქტორო ნაშრომი... გამოიცა მონოგრაფიები და ათეულობით სამეცნიერო სტატია, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებზე წაკითხული ასზე მეტი მოხსენება.

ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევარებმა ბოლო წლებში გამოსცეს შემდეგი ნაშრომები:  (წიგნები დალაგებულია გამოცემის ქრონოლოგიის შესაბამისად):

  1. კლარჯული ფოლკლორი - (თბილისი, 2017 წელი. ავტორი: თინა შიოშვილი);
  2. კლარჯეთი -  (თბ. 2016 წელი. ავტორები: მამია ფაღავა,  მერი ცინცაძე, მაია ბარამი¬ძე, მალხაზ ჩოხარაძე, თინა შიოშვილი, შოთა მამულაძე, რამაზ ხალვაში, ნუგზარ მგელაძე, ზაზა შაშიკაძე, ჯემალ კარალიძე);
  3. მუჰაჯირთა შთამომავლებთან - (თბილისი, 2016 წელი. ავტორი: მამია ფაღავა);
  4. შავშური ფოლკლორი - (თბ. 2016 წელი. ავტორი: თინა შიოშვილი);
  5. საუბრები ეროვნულ ცნობიერებაზე - (თბილისი, 2016 წელი. ავტორი: მურმან გორგოშაძე);
  6. ქართული ენის გეოგრაფია თურქეთში : წიგნი პირველი - მარმარილოს ზღვის რეგიონი - (ბათუმი, 2016 წელი. ავტორი: მალხაზ ჩოხარაძე);
  7. ხანძთა და "ათორმეტ სავანეთა" მხარის ძველი სალოცავები - (ბათუმი, 2015 წელი. ავტორი: მალხაზ ჩოხარაძე);
  8. სარფი -  (თბილისი, 2015 წელი. ავტორები: მალხაზ ჩოხარაძე, ლილე თანდი¬ლა-ვა, მამია ფაღავა, ომარ მემი¬ში¬ში, მაია ბარამიძე,  ჯემალ ვარ¬შა¬ლომიძე, ნუგზარ მგელაძე, ზაზა შაშიკაძე, ჯემალ კარალიძე,  თინა შიოშვილი, მანანა თავდგირიძე, ციალა ნარაკიძე, ჯემალ მიქელაძე);
  9. შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურები -  (ბათუმი, 2015 წელი. ავტორი: ნიკო მარი; თარგმნა რევაზ დიასამიძემ, გამოკვლევა და შენიშვნები მამია ფღავასი);
  10. ხახულის ქართული მონასტერი - (ბათუმი, 2015 წელი. ავტორი: ნ. მ. შუგუროვი; თარგმნა რევაზ დიასამიძემ,  შესავალი წერილი: ჯემალ ვარშალომიძისა;
  11. პეტრე უმიკაშვილი და ოსმალობისდროინდელი სამხრეთ საქართველო (ისტორია, ეთნოგრაფია, ფოლკლორი) (ბათუმი, 2014 წელი. ავტორი: ვლადიმერ  მგელაძე)
  12. მუჰაჯირობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (XIX საუკუნის 30-80-იანი წლები) -  (ბათუმი, 2013 წელი. ავტორი: ჯუმბერ ვარდმანიძე);
  13. შავშური ჩანაწერები -  (თბილისი, 2013 წელი. ავტორი: მამია ფაღავა);
  14. შავშეთი  -  (თბილისი, 2011 წელი. ავტორები: მამია ფაღავა, თინა შიოშვილი, შოთა მა¬მუ¬ლა¬ძე, მერი ცინცაძე, მალხაზ ჩო¬ხარაძე, ზაზა შაშიკაძე, ნუგზარ ცეცხლაძე, თამაზ ფუტკარაძე, მაია ბარამიძე, ჯემალ კარალიძე, ვარდო ჩოხარაძე).
  15. აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები - (თბილისი, 2011 წელი. ავტორები: ზაზა შაშიკაძე, მირიან მახარაძე) 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა