საერთაშორისო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში-II“

ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში-2

ცირკულარული წერილი კონფერენციის მონაწილეთა საყურადღებოდ!!!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

2014 წლის 24-26 ოქტომბერს ბათუმში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში-2“.

გათვალისწინებულია შემდეგი განრიგით მუშაობა:

24.10 - 25.10 - პლენარული სხდომები და სექციების მუშაობა;
26.10 - ექსკურსია სხალთაში


კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, ქართული.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: ფილოსოფია; ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია; ენათმეცნიერება; ლიტერატურათმცოდნეობა; თარგმანმცოდნეობა; კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინოლოგია, ნეოგრეცისტიკა; განათლების მეცნიერება, მასმედია და კულტურათშორისი კომუნიკაცია; ციფრული ჰუმანიტარია;

პლენარულ სხდომაზე იწარმოებს მოხსენებების სინქრონული თარგმანი: ქართულენოვანის – ინგლისურად, უცხოენოვანის – ქართულად.

მოხსენებების რეგლამენტი შეადგენს15-20 წუთს.

კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთდა 2014 წლის 20 ივნისამდე ელ. ფოსტით გადმოგვიგზავნოთ თანდართული განაცხადი და მოხსენების აბსტრაქტი (არაუმეტეს 200 სიტყვისა). გათვალისწინებულია კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების გამოქვეყნება.

საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
E-mail: marina_giorgaze@yahoo.com

  აპლიკაციის ფორმა
  მონაწილის CV
  ცირკულარული წერილი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა