სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა „კვლევები სოციალურ მეცნიერებებში“

სურათი

საზაფხულო სკოლა "კვლევები სოციალურ მეცნიერებებში" ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთკვირიანი სწავლების მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალურ მეცნიერებებში მოღვაწე პროფესორ–მასწავლებლებსა და მკვლევარებს პროფესიული უნარების სრულყოფაში, რაც აუცილებელია კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის გაუმჯობესებისთვის. სკოლა ემსახურება საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან ადაპტირებული  ერთიანი სამეცნიერო სივრცის შექმნას, რომლის ცენტრიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იქნება განთავსებული. საზაფხულო სკოლის მომზადებასა და განხორციელებაში  ჩართული აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები იმუშავებენ ერთიანი გეგმის შედგენაზე. 

საზაფხულო სკოლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს ოთხ უმაღლეს სასწავლებელში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორ–მასწავლებლები და მკვლევრები, რომლებიც ასწავლიან, იკვლევენ და აქვეყნებენ ნაშრომებს სოციალურ მეცნიერებებში.

საზაფხულო სკოლა ,,კვლევები სოციალურ მეცნიერებებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით  იმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა