სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ფსიქოლოგიის კლინიკა ფუნქციონირებს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ფსიქოლოგიის კლინიკა ფუნქციონირებს. ბსუ-ს ფსიქოლოგები ფსიქო-სოციალურ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ან რისკის ქვეშ მყოფ  ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს, შშმ და გსსმ პირებს. კლინიკის ბაზაზე გახსნილია სპეციალურად აღჭურვილი ზრდასრულთა ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის ოთახები. ასევე მოქმედებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი“. ფსიქოლოგიის კლინიკაში მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი პროგრამებით: ABA თერაპია, ადრეული განვითარების ინდივიდუალური და ჯგუფური პროგრამა, მშობელთა გაძლიერების პროგრამა, ენისა და მეტყველების თერაპია. ცენტრს უკვე ჰყავს 20-მდე ბენეფიციარი.


კლინიკის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული ფსიქოლოგიის პროგრამის ბაკალავარიატის და მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც კლინიკის კოორდინატორისა და სპეციალისტების ხელმძღვანელობით თანამშრომლობენ ბაღებთან, სკოლებთან. უკვე ჩატარდა ტრენინგები სკოლებში შემდეგ თემებზე: „აირჩიე პროფესია“, „გარდატეხის ასაკის კრიზისი“, „როგორ დავიცვათ თავი ძალადობისგან?“. სტუდენტები კლინიკის ბაზაზე აწარმოებენ კვლევებს და მონაწილეობენ ბენეფიციართა დიაგნოსტირებასა და მოკლევადიანი მიზნების განხორციელებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა