იურიდიული ფაკულტეტი

სტუდენტებმა აუტიზმის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის III კურსის სტუდენტებმა აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გამართეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა აუტიზმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ აუტისტ ბავშვებთან მუშაობის ისეთ თანამედროვე მეთოდებს, როგორიცაა: ABA (ქცევის) და PESI (კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარების) თერაპია. მომავალმა ფსიქოლოგებმა ღონისძიების ფარგლებში მათ მიერ დამზადებული საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს და მოქალაქეებს აუტიზმის მქონე პირთა თანადგომისაკენ მოუწოდეს. აუტიზმის საერთაშორისო დღე სტუდენტებთან ერთად, აუტისტი ბავშვების მშობლებმა, IX და IX სკოლის ფსიქოლოგებმა, ABA და PESI თერაპევტმა ქეთევან გოგიტიძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდის წევრმა ციალა ტუღუშმა აღნიშნეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა