ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტის დელაგაციის ვიზიტი

სურათი

თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის დელეგაცია ეწვია. ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე პროფესორმა, საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა  ბოჟენა პერამ, ასისტენტ პროფესორებმა აგნიეშკა გლოდოვსკამ და  აგნიეშკა ჰაიდუკიევიჩმა თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. ვიზიტი მიზნად ისახავდა უმაღლეს სასწავლებლებს შორის  სამომავლო და სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას, ტრენინგებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, ერთობლივი პუბლიკაციებისა და სამეცნიერო ნაშრომების გამოცემას, სადოქტორო ნაშრომების გარე ექსპერტიზირებას, სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას.

ვიზიტის ფარგლებში, მომავალი წლის გაზაფხულისათვის დაიგეგმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დელეგაციის ვიზიტი კრაკოვის ეკონომიკურ უნივერსიტეტში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა