ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქათამაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქათამაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების კრიზისი და მისი პრევენცია პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში“ ხანგრძლივობაა 2 წელი. ახალგაზრდა მეცნიერის მენტორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნათელა წიკლაშვილი. ახალგაზრდა მეცნიერის კონსულტანტებია ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ბადრი გეჩბაია და გიორგი აბუსელიძე.  პროექტს ჰყავს უცხოელი კონსულტანტი, ბულგარეთის, ქ. სვიშტოვის დ. ცენოვის სახელობის ეკონომიკის აკადემიის პროფესორი მარიანა პეტროვა.

 

 

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნება:

  • ბიზნესის „ქცევა“ კრიზისის დროს და მისი სტრატეგიები (სპონტანური და დაგეგმილი);
  • COVID-19-ის პანდემიის პირობებში კრიზისთან დაკავშირებული სახელმწიფო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები და მათი შედეგები;
  • სახელმწიფოს ჩარევის/რეგულირების გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე;
  • საქართველოში COVID-19-ის პანდემიის პირობებში ბიზნეს სუბიექტების კრიზისის ანატომია და მისი პრევენციის გზები;

კვლევის შედეგები გამოიცემა (ბეჭდური და ელექტრონული) ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) მონოგრაფიის სახით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა