ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

სემინარი სამეცნიერო ბაზის - Web of Science-ის გამოყენების შესახებ

სურათი

10 ივლისს ბსუ-ს ბიბლიოთკაში, კომპანია Clarivate Analytics-ის წარმომადგენელმა ვალენტინ ბოგოროვმა სემინარი ჩაატარა რუსულ და ინგლისურ ენებზე Clarivate Analytics-ის სამეცნიერო ბაზის - Web of Science-ის გამოყენების შესახებ.  სტუმარმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პირებს, მკლევარებსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გააცნო ერთ-ერთი უმსხვილესი  სამეცნიერო ბაზის Clarivate Analytics -ის შესაძლებლობები და ინსტრუმენტები.

Clarivate Analytics (ყოფილი Thomson Reuters) ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურას, საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად ჟურნალებს, წიგნებს, სტატიებს, მონოგრაფიებს და ა.შ.

კომპანია Clarivate Analytics შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობს 2017 წლის დეკემბრიდან. კომპანიის ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 12 ქართულ უნივერსიტეტს, მათ შორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა