სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ

სტუდენტთა სამეცნიერო კლუბის დებულება

სტუდენტთა სამეცნიერო კლუბების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
(ამონარიდების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის დებულებიდან)


მუხლი 14
სტუდენტთა სამეცნიერო კლუბი არის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ფარგლებში სტუდენტთა განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულების სასწავლო - შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის ფაკულტეტის ბაზაზე, არსებულ სამეცნიერო დეპარტამენტთა გვერდით, სტუდენტთა შორის სასწავლო - სამეცნიერო მუშაობის ორგანიზების მიზნით.

მუხლი 15
1. სამეცნიერო კლუბის წევრთა რაოდენობა არ არის განსაზღვრული;
2. კლუბის მუშაობას კურირებს სამეცნიერო ცენტრი და შესაბამისი დეპარტამენტის რომელიმე პროფესორი - კლუბის კურატორი;
3. სამეცნიერო კლუბების მუშაობა წარიმართება სამეცნიერო თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით, აღნიშნული დებულების, სამეცნიერო ცენტრისა და შესაბამისი სამეცნიერო დეპარტამენტის ინსტრუქციებითა და პროგრამებით;
4. ფაკულტეტებზე სტუდენტთა სამეცნიერო კლუბების მუშაობას კოორდინაციას უწევს სამეცნიერო ცენტრის საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენელი. 

მუხლი 16
სამეცნიერო კლუბი უფლებამოსილია:
ა) მოისმინოს კლუბის წევრთა სამეცნიერო მოხსენებები;
ბ) შეარჩიოს მოხსენებები სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე გასატანად;
გ) ორგანიზება გაუწიოს სტუდენტთა დისკუსიებს სხვადასხვა სამეცნიერო საკითხებთან დაკავშირებით.

მუხლი 17
სამეცნიერო კლუბების შეკრებათა განრიგი და დღის წესრიგი განისაზღვრება წინასწარი სამუშაო გეგმით და ცალკეულ შემთხვევაში სამეცნიერო ცენტრი მიერ.

მუხლი 18
სამეცნიერო კლუბების სასწავლო წლის პირველი სამუშაო სხდომის ჩატარების თარიღს განსაზღვრავს სტუდნტთა სამეცნიერო ცენტრი და შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების დეპარტამენტი - შეთანხმებით.

მუხლი 19
1. სამეცნიერო კლუბის წევრები არიან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. სამეცნიერო კლუბის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ ის სტუდენტი, რომელსაც ერთხელ მაინც წარდგენილი აქვს ნაშრომი სამეცნიერო კონფერენციაზე ან გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაცია ან სამეცნიერო ცენტრში დარეგისტრირებული აქვს თემატიკა რომელზეც მუშაობს; 
2. ცალკეული კლუბების საერთო შეკრება ეწყობა სამეცნიერო ცენტრის მიერ საჭიროებისამებრ; 
3. კლუბში გაწევრიანების და კლუბიდან გარიცხვის საკითხს წყვეტს კლუბი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით; 
4. კლუბის წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარი ინიციატივით დატოვოს კლუბი. დაუშვებელია კლუბი წევრობის სხვა პირებისთვის გადაცემა; 
5. კლუბიდან გარიცხვის საფუძვლებია: 
ბ. სამეცნიერო ცენტრის დებულების უხეში დარღვევა; 
გ. ერთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სფეროში არანაყოფიერი საქმიანობა; 
6. სამეცნიერო კლუბი წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: 
ა. სტუდენტის სხვა სასწავლებელში გადასვლა; 
ბ. სტუდენტის სასწავლებლიდან გარიცხვა; 
7. კლუბის „პასიური“ წევრები არიან ის სტუდენტები, რომლებიც კლუბში საქმიანობით მხოლოდ იკმაყოფილებენ ამათუიმ სამეცნიერო პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ინტერესს და სურთ მოამზადონ რეფერატული სამეცნიერო ნაშრომი.

კ ლ უ ბ ე ბ ი ს მუშაობა - სტრადეგიული მიდგომები
1. კლუბი “ელიტარული” სტუდენტური გუნდია, რომლებშიც გაწევრიანებული არიან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებული, მოტივირებული სტუდენტები;
2. კლუბის წევრებს არ გააჩნიათ რაიმე ბიუროკრატიული ვალდებულება (განსხვავებით სამეცნიერო წრისაგან სადაც ხდებოდა წრის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის არჩევა, მიმდინარეობდა საქმისწარმოება, ოქმების შედგენა, დადგენილებების მიღება და ა.შ);
3. კლუბის წევრებს მოეთხოვებათ მხოლოდ მზარდი სამეცნიერო მუშაობა.
4. კლუბის წევრთა მზარდი სამეცნიერო მუშაობა გულისხმობს: სამეცნიერო სტატიების მომზადებას, მის გამოცემას, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას და ამ შედეგების პერიოდულ გაუმჯობესებას.
5. კლუბის წევრობა მკაცრად გაკონტროლდება, ასევე გაკონტროლდება პროცესი “მზარდი სამეცნიერო მუშაობა”.
6. სამეცნიერო კლუბის წევრები არიან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. სამეცნიერო კლუბის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ ის სტუდენტი, რომელსაც ერთხელ მაინც წარდგენილი აქვს ნაშრომი სამეცნიერო კონფერენციაზე ან გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაცია ან სამეცნიერო ცენტრში დარეგისტრირებული აქვს თემატიკა რაზეც ის მუშაობს მეცნიერ-ხელმძღვანელთან ერთად; 
7. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის საქმიანობა კონცენტრირებული იქნება სამეცნიერო კლუბების მუშაობის განვითარების, კოორდინაციის, კონტროლის და კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვისაკენ, მათთვის ხელსაყრელი და სამუშაო გარემოს შექმნისაკენ;
8. სამეცნიერო კლუბების საქმიანობაში, სტუდენტთა მომზადებას რეფერატულ ნაშრომთა კონკურსსა და სტუდენტთა საუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობის პროცესში დიდი როლი ეკისრებათ ცალკეულ დეპარტამენტებს; 
9. გაზრდილი პასუხისგებლობა სამეცნიერო კლუბების მუშაობაში მიიღწევა სტუდენტისათვის სამუშაო გარემოს შექმნით, სტუდენტის სამეცნიერო საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს მის ინტერესთა სფეროს და სასურველია განიხილებოდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. სამეცნიერო კლუბი უნდა იყოს გარკვეული სამეცნიერო ინტერესის მქონე მოტივირებულ სტუდენტთა გუნდი; 
10. დეპარტამენტებმა, კლუბის კურატორებმა, მეცნიერ-ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ კლუბის წევრთა ცოდნის გაღრამავებასა და პროფესორთა გუნდში მათ ინტეგრაციაზე, ხელი უნდა შეუწყონ სტუდენტებს რათა ჩაერთონ სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობაში;
11. დეპერტამენტებმა კლუბების მუშაობაში უნდა დანერგონ სამეცნიერო კვლევა-ძიების თანამედროვე მეთოდები;
12 უნდა გადაიდგას ნაბიჯები სამეცნიერო კლუბის ურთიერ-კავშირების დამყარებისა და გაღრმავებისთვის სახვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ანალოგიურ კლუბებთან


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა