სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ბესიკ ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია კარატეში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ბესიკ ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია შოტოკან კარატეში. პირველობამ სტარტი ბათუმში აიღო  და მასში მსოფლიოს 35 ქვეყნის 1400 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრებში ყაზახ, თურქ, აზერბაიჯანელ მეტოქეებს სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბესიკ ჩხიკვაძე ასპარეზობას ფოთში დაგეგმილ საქართველოს ნაკრების შესარჩევ ტურნირში განაგრძობს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემპიონს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა