სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ლეოგრანდის აბონემენტი საჩუქრად საუნივერსიტეტო ლიგაში გამარჯვებულ ბსუ-ს სტუდენტებს

სურათი

საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონატში გამარჯვებულ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვიშის ფრენბურთისა და საფეხბურთო ნაკრების წევრებს საჩუქრად სასტუმრო ‘’ლეოგრანდის’’ სპა ცენტრის უფასო ერთთვიანი  აბონემენტები გადაეცათ. სპორტულ-გამაჯანსაღებელი პაკეტი ბსუ-ს სტუდენტებს  რექტორმა მერაბ ხალვაშმა და შანგრილა სპას-ს ხელმძღვანელმა ოგუზხან გოკჩემ   გადასცეს.

ბსუ-ს საფეხბურთო ნაკრებმა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონატში 8 საუკეთესო საუნივერსიტეტო გუნდს სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა. ბსუ-ს ქვიშის ფრენბურთის გოგონათა გუნდმა კი ფინალურ შეხვედრაში ტექნიკური უნივერსიტეტთან ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა