სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

საუნივერსიტეტო საჭადრაკო ტურნირი „ზებურ ავალიანის თასი - 2022“ გაიმართა

სურათი


ბსუ-ში მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ზებურ ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო საჭადრაკო ტურნირი „ზებურ ავალიანის თასი - 2022“ გაიმართა.  ტურნირი 7 ტურად, შვეიცარული სისტემით გაიმართა და მასში 50-მდე სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებელი და ნორჩი მოჭადრაკე ასპარეზობდა. პირველ ადგილი ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს თენგიზ დიდმანიძეს ერგო, მეორე ადგილი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს თედო  ბოლქვაძეს და მესამე ადგილი - ომარ სირაბიძეს. ტურნირის ნომინაციაში „საუკეთესო მოჭადრაკე სტუდენტი“ კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო  პროგრამის სტუდენტმა ოლეგ ირემაძემ გაიმარჯვა, ხოლო ნომინაცია „საუკეთესო მოჭადრაკე ბავშვი“ - კესარია მგელაძემ.


შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმნენ და გამარჯვება მიულოცეს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე,  საჭადრაკო კლუბ ნონას მენეჯერი, მწვრთნელი, ტურნირის მთავარი მსაჯი მარიკა ჯაფარიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი მერაბ მეგრელიშვილი და ზებურ ავალიანის შვილი, ტურნირის სპონსორი მუხრან ავალიანი.


    სპეციალური პრიზები:

  • I  ადგილი  - 300 ლარი -  თენგიზ დიდმანიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი;
  • თასი - კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი;
  • II   ადგილი  -  200 ლარი -  თედო ბოლქვაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი;
  • III   ადგილი -  100 ლარი - ომარ სირაბიძე

   ნომინაცია:

  • ნომინაცია „საუკეთესო მოჭადრაკე სტუდენტი“ - 375 ლარი  (სწავლის საფასური) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო  პროგრამის სტუდენტი  ოლეგ ირემაძე, წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდი;
  • ნომინაცია „საუკეთესო მოჭადრაკე ბავშვი“ - 100 ლარი - კესარია მგელაძე, „ფონდი „საძმო“, ზებურ ავალიანის მეგობრები;
  • წიგნები - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  აჩიკო აბულაძე;                 
  • სიგელი - ტურნირში მონაწილეობისათვის.


ტურნირი  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის „საჭადრაკო კლუბ ნონას“ ორგანიზებით გაიმართა.

   იდეის ავტორები:

  • იბრაიმ დიდმანიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსოტეტის ასოცირებული პროფესორი)
  • მერაბ მეგრელიშვილი (ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი)
     

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა