სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

სურათი

დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა  სამეცნიერო კონფერენცია. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, რექტორის მოადგილემ ნათია წიკლაშვილმა, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ დიასამიძემ და იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. სექციების მიხედვით,  54 საპრიზო ადგილის მფლობელი ფულად ჯილდოს მიიღებს, ხოლო ყველა მიმართულების პირველ ადგილზე გასულ 18 საუკეთესო მომხსენებელს სურვილის შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით დაუფინანსდება საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა