სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

მაასტრიხტში ტემპუსის საგრანტო პროექტის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

სურათი

მაასტრიხტის  უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო)  ტემპუსის საგრანტო პროექტ ინოტლესის (სწავლებისა და სწავლის ინოვაცია ევროპისმცოდნეობის დარგში)  დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ორდღიან შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და ახალი კონსორციუმის შექმნა პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების ჩართვით, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მაასტრიხტისა და მოლდოვის თავისუფალ საერთაშორისო უნივერსიტეტებს  შორის მემორანდუმის გაფორმება.
შეხვედრას ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროექტის მენეჯერი ნანა ყურშუბაძე და დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ნუნუ ჯაფარიძე ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა