სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

მურსიის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

„ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 11-15 აპრილს ბსუ-ში ვიზიტით იმყოფებოდა მურსიის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი რაკელ კალატაი ლოპესი. სტუმარი ერთი კვირის განმავლობაში გაეცნო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის  მუშაობის პრინციპებსა და სპეციფიკას, ასევე ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობაზე. რაკელ კალატაი ლოპესმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა ბსუ-ს სტუდენტებთან და გააცნო მათ კათოლიკურ უნივერსიტეტში სწავლის, გაცვლით პროგრამაში და საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის პირობები.

სტუმარი ვიზიტის ფარგლებში გაეცნო აჭარისა და ბათუმის  ღირსშესანიშნაობებს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა