სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს ვროცლავის ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლის მასწავლებელი, დოქტორი პატრიკ ჩერმაკი ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვროცლავის ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლის მასწავლებელი, დოქტორი, პატრიკ ჩერმაკი ეწვია. პატრიკ ჩერმაკმა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექციის კურსი წაიკითხა  ექსტრემალური ტურიზმისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია პოლონეთისა და მშობლიური უნივერსიტეტის  შესახებ.

პატრიკ ჩერმაკი ასევე შეხვდა სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, „ერაზმუს+“-ის ინსტიტუციურ კოორდინატორს ნანა ყურშუბაძეს და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს ნანა გიორგაძეს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაფართოებაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა