სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის

ერაზმუს+ის გაცვლითი პროგრამა აცხადებს კონკურსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტში (საბერძნეთი). 
მიმართულება: თანამედროვე ბერძნული ენა, საბერძნეთის ისტორია, ბერძნული ცივილიზაცია.
 
მობილობის ხანგრძლივობა -  5 სამუშაო დღე.
 
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021  წლის  26 ივლისი, 18:00 საათი.
 
მსურველებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
საბუთები:
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2;
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
 
კონკურსის ეტაპები
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტეში;
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა