სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების/ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ზალცბურგის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების/ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად საქართველოს მასშტაბით ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია).

მობილობა განხორციელდება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრებში.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • კანდიდატმა უნდა შეიტანოს განაცხადი შესაბამის საფეხურზე;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის:

2021 წლის 08-14 ივნისი (14:00 საათამდე) - ინგლისურ ენაში B2 ტესტირების თაობაზე განცხადების (რექტორის სახელზე) წარმოდგენა პორტალის მეშვეობით და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge (მითითებული უნდა იყოს  საფეხური, ფაკულტეტი, სპეციალობა, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი); თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მსურველებს შეუძლიათ დამატებით ჩააბარონ ტესტირება გერმანულ ენაშიც B1.

2021 წლის  15 ივნისი  -  ტესტირება უცხო ენაში.

იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს უცხო ენაში, ცხადდება კონკურსი.

კონკურსის ეტაპები:

პირველი ეტაპი - საბუთების მიღება - 2021 წლის 16-25 ივნისი (18:00 საათამდე) ელექტრონულ ბმულზე:  http://registration.bsu.ge და სტრატეგიული განვითარებისა დასაგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე:   erasmus@bsu.edu.ge

გაითვალისწინეთ, დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

მეორე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2021 წლის 29 ივნისი.

არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან).

სტიპენდია მოიცავს:

1. უფასო სწავლას;

2.  თვიურ სტიპენდიას;

3. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

შეგახსენებთ!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებ-გვერდისა და სტრატეგიული  განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

  განცხადების ფორმა
  სასწავლო ხელშეკრულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა