სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

გაცვლითი პროგრამა მიუნსტერის უნივერსიტეტში

მიუნსტერის უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს კონკურსს საერთაშორისო გაცვლით პროგრამის მონაწილეთა შესარჩევად. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც სწავლობს გერმანულ ენას ან/და ფლობს გერმანულ ენას.

საჭირო დოკუმენტები:

  1. CV (გერმანულ ენაზე);
  2. სამოტივაციო წერილი (გერმანულ ენაზე);
  3. ცნობა გერმანული ენის ფლობის შესახებ (B1 დონე).

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ საჭირო დოკუმენტები შემდეგ ელმისამართზე: erasgerm@uni-muenster.de

საბუთების გაგზავნის ბოლო დღე: 7 ივნისი, 2020 წელი.

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (2020 წლის 1 ოქტომბერი - 2021 წლის 31 იანვარი).

მიუნსტერის უნივერსიტეტის მიერ შერჩეული სამი კანდიდატი 15.06.20-19.06.20    გაივლის ZOOM-ში ონლაინ გასაუბრებას ბსუ-სა და მიუნსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა