სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

ერაზმუს+-ის გაცვლით პროგრამები აკადემიური და ადმინისტრაციული პირებისთვის

სურათი

ერაზმუს+ის გაცვლითი პროგრამა აცხადებს კონკურსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის (სწავლების/ტრენინგის) 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი და მიმართულება იხილეთ დანართის სახით. მობილობის ხანგრძლივობა -  5-30 სამუშაო დღე. 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019  წლის  13  ნოემბერი, 18:00 საათი.

მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში.

რეგისტრაციის ბმული: https://registration.bsu.ge

საბუთები

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
     

კონკურსის ეტაპები

  • საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
  • საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
  • კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

შენიშვნა: აკადემიური პირებისთვის შესაძლებელია Skype-გასაუბრება მიმღებ უნივერსიტეტთან;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge.
სიახლეები გამოქვეყნდება მიმღები უნივერსიტეტების მიერ ინფორმაციის  მოწოდებისთანავე.

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა