სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

რუანის უნივერსიტეტის კოორდინატორის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

5-6 ივნისს ერაზმუს+-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთის, რუანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის მობილობის მართვის კოორდინატორი სონია ფაფინი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა 2019-2020 სასწავლო წლისთვის ქართველი და ფრანგი სტუდენტების მობილობა და სტაჟირების პროგრამის  ხელშეწყობა. შეხვედრა ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის და საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა