სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

უცხოელი პროფესორების ვიზიტი ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს „ერაზმუს+-ის“ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის (ბულგარეთი) და ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ბულგარელმა პროფესორებმა დიანა ჟელეზოვა-მინდიზოვამ და ცვეტელინა ჰარაკჩისკამ სამუშაო შეხვედრები გამართეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და ერთი კვირის განმავლობაში ლექციები წაიკითხეს ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

ესპანელმა პროფესორებმა ლუის ანგელ რემონ კლემენტმა და მარტა აგნიესზკა პანუფნიკმა   ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ერთი კვირის განმავლობაში ჩაატარეს ლექციები და პრაქტიკული აქტივობები ინკლუზიური სპორტის შესახებ სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით. 

ვიზიტის ფარგლებში პარალელურად მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები  სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტთან. ჩატარდა პრეზენტაციები    უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა