ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

რეზო გორაძე - 70

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლექტივი ულოცავს 70 წლის იუბილეს ღვაწლმოსილ მეცნიერს რეზო გორაძეს. მისი თვალსაჩინო და წარმატებული სამეცნიერო მოღვაწეობა 45 წელს ითვლის. მას დიდი ამაგი  მიუძღვის ისეთი დარგების სამეცნიერო კვლევების წარმატებით განხორციელებაში, როგორებიცაა: ზოოლოგია, ჰიდრობიოლოგია, იხტიოლოგია, აქვაკულტურა, მარიკულტურა, ინდუსტრიული მეთევზეობა, სათევზმეურნეო ჰიდროტექნიკა, თევზის მეურნეობის დაგეგმარება და მართვა, თევზების ეკოლოგია, ზოოგეოგრაფია, თევზების გენეტიკა და სეელქცია, ეკოლოგიური მონიტორინგი, ექსპერტიზა, პროგნოზი, შავი ზღვისა და წყლის ეკოსისტემების მრავალფეროვნება, კონსერვაცია; ზღვის ძუძუმწოვრების ბიოეკოლოგია, კონსერვაცია, მენეჯმენტი.

ფბ ინსტიტუტის კოლექტივი უსურვებს ბატონ რეზო გორაძეს ჯანის სიმრთელეს, წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში, მისი ცოდნისა და გამოცდილების ფართოდ  რეალიზებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა