ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„მცენარეთა პათოგენური მიკროორგანიზმების კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნა„

სურათი
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის #31/73 „მცენარეთა პათოგენური მიკროორგანიზმების კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნა„ ფარგლებში სემინარი გაიმართა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის და  ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები მცენარეთა დაავადების არსსა და მათი კვლევის მნიშვნელობის გაეცნენ. სემინარზე მოხსენებები წარმოადგინეს პროექტის მონაწილეებმა: ზოია სიხარულიძემ, ლამზირა გორგილაძემ, მაკა მურადაშვილმა, ქეთინო ნაცარიშვილმა, სოსო მეფარიშვილმა და რუსუდან დუმბაძემ. მკვლევრებმა  განიხილეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები და ისაუბრეს სოკოვან, ბაქტერიულ, ვირუსულ, არაინფექციურ დაავადებებზე, დაავადების კონტროლის საშუალებებსა და დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდებზე. 
 
სემინარის ეგიდით ასევე გაიმართა მასტერკლასი სტუდენტებისათვის. ახალგაზრდები გაეცნენ მცენარეთა დაავადებების კვლევის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, დიაგნოსტიკის კლასიკურ, თანამედროვე მეთოდებს და დაავადებების ნიმუშებს. დაათვალიერეს სხვადასხვა პათოგენთა კულტურები ვიზუალურად და მიკროსკოპის საშუალებით. 
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა