აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ახალი ტიპის კალიუმის შემცველი სასუქის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის დამუშავება ექსპერიმენტული დანადგარის შექმნა და დამზადება

საერთაშორისო გრანტი - ახალი ტიპის კალიუმის შემცველი სასუქის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის დამუშავება ექსპერიმენტული დანადგარის შექმნა და  დამზადება  ISTC  G 1302

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - რაულ გოცირიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2006-2009 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - ზღვის წყლის დამუშავება იაფი ბუნებრივი სორბენტების გამოყენებით ტუტე და ტუტე მიწათა იონების სელექტიური ექსტრაგირების მიზნით.  ზღვის წყლიდან კალიუმის იონის სორბციის ტექნოლოგიის დახვეწა; კალიუმის შემცველი სასუქის საწარმოებლად ექსპერიმენტული დანადგარის შექმნა.

სამეცნიერო პროექტის შედეგი - შავი ზღვის წყლის და ბუნებრივი ცეოლიტის- კლინოპტილოლიტის  საფუძველზე ჩვენს მიერ მიღებულია კალიუმით გამდიდრებული სასუქი, რომელიც წარმოადგენს უნიტრატო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. დამუშავებულია სორბცია-დესორბციის ტემპერატურული რეჟიმი, როგორც მოდელურ, ასევე ნატურალურ პირობებში.  ტექნოლოგიური სქემაში ზღვის წყლის წინასწარი კონცენტრირებისთვის გამოყენებულია ელექტროდიალიზიც.
საწყისი ნედლეულის სიიაფე და ხელმისაწვდომობა (სუბსტრატად გამოყენებულია ძეგვის და თეძამის საბადოების ბუნებრივი ცეოლიტი-კლინოპტილოლიტი, ხოლო კალიუმის იონების წყაროდ-ზღვის წყალი)  მეტად საინტერესოს  და პერსპექტიულს ხდის ამ მეთოდს იმ  ქვეყნებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ კლინოპტილოლიტის მარაგი, მდებარეობენ  ზღვის სანაპირო რეგიონში და განვითარებული აქვთ აგრარული წარმოება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა