აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი აგრობიზნესის სუბიექტებთან თანამშრომლობას იწყებს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერული კვლევების შედეგების დანერგვის, კომერციალიზაციის, განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის ინტეგრაციის პროცესში ჩართვის საკითხების შესწავლას. შემუშავდა ინსტიტუტის კომერციალიზაციისა და ბიზნეს სფეროსთან კომუნიკაციის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების პროგრამული ხედვა და მიდგომა.

პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები იმართება სხვადასხვა რეგიონში, რომელშიც ჩართული არიან ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, ბსუ-ს,   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ფონდის ჩართულობა პროექტში.
შეხვედრების თემატიკა ითვალისწინებს ინფორმაციის მიწოდებას მემბრანული, აგრარული, კვების პროდუქტების დამზადების, ქიმიური ანალიზის და პროდუქციის უსაფრთხოების ტექნოლოგიების შესახებ.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ასლან დევაძე. მკვლევარმა მონაწილეობა მიიღო 2019 წლის 7-8 დეკემბერს გამართულ რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის რეგიონში გამართულ შეხვედრებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა