აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ინსტიტუტი სასწავლო პროექტებს ახორციელებს

სურათი

ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის აგრარული და კვების პროდუქტების  გადამუშავების  ტექნოლოგიების   განყოფილება ახორციელებს 
პროექტს, რომლის მიზანია მოსწავლეებში აგრარული  სამეცნიერო მიმართულების პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად, გაეცნენ სამეცნიერო კვლევების შედეგებს, ინსტიტუტის თანამედროვე გამზომი, ანალიტიკური  ხელსაწყოების მუშაობის პრინციპებს და მონაწილეობა მიიღეს ანალიზების ჩატარებაში. 

ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი აღიჭურვა თანამედროვე გამზომი და ანალიტიკური საშუალებებით, რას საშუალებას აძლევს  ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს თეორიული და პრაქტიკული  უნარების გაიუმჯობესონ.

აგრარულ სფეროს ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ნიადაგის ნაყოფიერების დადგენა, აგროქიმიური კვლევების ჩატარება, მათი ამაღლების გზების საჭირო ღონისძიებების გატარება. ამ მიზნით აგრარული და კვების პროდუქტების  გადამუშავების  ტექნოლოგიების   განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი,  დოქტორი ნუნუ კუტალაძე აგრარული ტექნოლოგიების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს აცნობს ანალიტიკური და გამზომი თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარების გამოყენებით ნიადაგში სხვადასხვა ელემენტების განსაზღვრის მეთოდიკას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა