ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

სომხები აჭარაში რუსული მმართველობის პერიოდში (XIX ს. დასასრული - XX ს. დასაწყისი)

სურათი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელმა მერაბ მეგრელიშვილმა სემინარი ჩაატარა თემაზე: „სომხები აჭარაში რუსული მმართველობის პერიოდში  (XIX ს. დასასრული - XX ს. დასაწყისი)“. მომხსენებელმა სემინარზე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. მკვლევარმა წამოადგინა გამოვლენილი საარქივო დოკუმენტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე და სახელმწიფოთა შორის არსებულ ინტერესთა დაპირისპირების ფონზე, არსებული ურთიერთობების პრობლემები.

ამიერკავკასიაში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ სომხეთ-აზერბაიჯანის ომმა, ჩვენი უშუალო პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სომხების გენოციდის აღიარებამ, 140 წლის შემდეგ ამიერკავკასიაში თურქების გამოჩენამ და ა.შ. დაძაბა და საფრთხის წინაშე დააყენა  ამერკავკასიის ქვეყნებსა და მის ,,მეზობლებს’’ შორის ურთიერთობა.

დღეს სომხები დაინტერესებულნი არიან იმით, თუ არსებულ პოლიტიკურ გარემოში, სამომავლოდ, რას მოიმოქმედებს საქართველო. ივანე ჯავახიშვილი ნაშრომში ,,დამოკიდებულება საქართველოსა და რუსეთს შორის XVIII  საუკუნეში“ აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოთა შორის არსებული ურთიერთობის ისტორია გამაფრთხილებელი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის. ამ მხრივ საინტერესოა, ჯერ კიდევ XIX სს. დასასრულსა და XX სს. დასაწყისში, რუსეთ-სომხეთის, თურქეთ-აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის ისტორია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა