ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

სამეცნიერო მივლინება სტამბოლის ქართულ სავანეში

სურათი

19 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით  ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი როინ მალაყმაძე, ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი შუშანა ფუტკარაძე და სპეციალისტი შორენა ფუტკარაძე სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა თურქეთში, სტამბოლის ქართულ სავანეში სამუშაოდ. მუშაობის პერიოდში დამუშავდა სავანის არქივის მასალები და ბიბლიოთეკის გარკვეული ნაწილი. მკვლევარებმა დაამუშავეს 358 არქივის საქმე და 156 ქართულ ენოვანი წიგნი და დასრულდა მნიშვნელოვანი საარქივო მასალების ფოტოგადაღება, რომლის ელექტრონული ვერსიები შესწავლის შემდეგ განთავსდება ინსტიტუტის არქივში.

მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის მასალები (1918-1921), დამფუძნებელი კრების ოქმები, პეტრე სურგულაძის, აკაკი ხოშტარიას, შალვა ვარდიძის და სხვათა პირადი საქმეები. ასევე აღსანიშნავია, თურქეთში მოქმედი ქართული ლეგიონთან დაკავშირებული ახალი საქმეები, გ. ყაზბეგის სტამბოლის ქართულ სავანეში ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები და სხვა.

მასალების საფუძველზე გათვალისწინებულია მონოგრაფიის გამოცემა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა