ტურიზმის ფაკულტეტი

სამუშაო შეხვედრა ნორვეგიული პროექტის ფარგლებში

სურათი

ტურიზმის ფაკულტეტისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის ორგანიზებით ერთობლივი პროექტის „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა. ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის,  სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მიმდინარე წლის საქმიანობასთან და 24-30 ივნისს დაგეგმილ საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

პროექტის ფარგლებში ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა კონკურსი. ტურიზმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ქრისტინა ქარჩხაძე ერთი სემესტრით ნორვეგიაში გამგზავრება სასწავლებლად, ხოლო მესამე კურსის სტუდენტები ანა ჯოჯუა და მარიამ ფუტკარაძე საზაფხულო სკოლის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა