ტურიზმის ფაკულტეტი

პროფესორი შტეფან გერჰარდი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია

სურათი

გერმანიის შვერინის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორს, ,,Solutions Holding GmbH“ აღმასრულებელ დირექტორს შტეფან გერჰარდს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. პროფესორმა შტეფან გერჰარდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის განვითარებაში, ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებაში, გერმანიში ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირებასა და სტუდენტების სწავლებაში. ტურისტულ ინდუსტრიაში კონსალტინგური საქმიანობისა და ცენტრალურ ევროპაში სერტიფიცირებული მრჩევლის 30-წლიანი გამოცდილებით პროფესორი შტეფან გერჰარდი ინდუსტრიის აღიარებულია ექსპერტია.

პროფესორი შტეფან გერჰარდმა 1985 წელს დააარსა TREUGAST Solutions Group-ი და 30 წლის განმავლობაში მისი კორპორაციული მართვის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორია.

პროფესორი შტეფან გერჰარდი ასევე არის Horwath HTL Austria -ის მმართველი პარტნიორი და Solutions Holding-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი. Solutions Holding-ის შემადგენლობაშია ინოვაციურ სასტუმროთა ჯგუფი, როგორიცაა "25hours" სასტუმროები, ასევე ტრადიციული ტიპის სასტუმროები, როგორიცაა „Arcona“, რომელთა ნაწილს  მართავს  Steigenberger -ის ბრენდი.

მისი კარიერა 1974 წელს სასტუმროში სტაჟირებით დაიწყო. მასპინძლობის ბიზნესში რამდენიმეწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მიღების შემდეგ დაიწყო ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიურ პროგრამაზე სწავლა. ამ პერიოდში მან განსაზღვრა ობიექტური და მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურების საჭიროება. ასე დაიწყო საქმიანობა ჯერ უმცროს კონსულტანტად, შემდეგ უმცროს პარტნიორად და შემდგომ დააფუძნა კონსალტინგური კომპანია „Treugast“.

ექსპერტული ცოდნის შედეგად პროფესორი გერჰარდი აირჩიეს „მასპინძლობის განვითარების“ რეზიდენტ პროფესორად შვერინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში.

მასპინძლობის ინდუსტრიაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის პროფესორ გერჰარდს  მიენიჭა გერმანიის სპეციალური ჯილდო  „2011 წლის სასტუმროთა მფლობელი“ .


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა