ტექნოლოგიური ფაკულტეტი

საჯარო ლექცია „როგორ დავამზადოთ კომპოსტი?“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის თსუ-ს პროფესორმა ბესიკ კალანდაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა   თემაზე: „როგორ დავამზადოთ კომპოსტი?“. მომხსენებელმა ახალგაზრდებს ორგანული ნარჩენების მარტივი და საჭირო მეთოდი - კომპოსტირება გააცნო. კომპოსტირების მეთოდით შესაძლებელია ორგანული ნარჩენებისგან გარემოს გათავისუფლება და დაბინძურებისაგან დაცვა. ნიადაგების დეგრადაციის საკითხში ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქიმიური ნივთიერებების (პესტიციდებისა და მინერალური სასუქების) აქტიურ მოხმარებას. კომპოსტირების გზით მიიღება ორგანული სუფთა სასუქი, რომელშიც ბუნებრივადაა დაბალანსებული მცენარისათვის ყველა საჭირო ელემენტის რაოდენობა, რითაც იზოგება გარემო, ფერმერის ფინანსები და დრო.

ღონისძიება სტუდენტური კონკურსის „ეფექტიანი ცვლილებების“ გამარჯვებული პროექტის  ფარგლებში ჩატარდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა