ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა აგრარული მიმართულების სტუდენტებისათვის

სურათი

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე ბსუ-ს რექტორის მოადგილესთან ნათია წიკლაშვილთან და აგროსერვის ცენტრის დირექტორთან გოჩა ბერიძესთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გააცნო. პროექტი მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. აგრარული მიმართულების სტუდენტები 6-თვიან სტაჟირებას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრში გაივლიან და გაეცნობიან დარგის მუშაობის სპეციფიკას. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა  რეგისტრაცია 5 ვაკანსიაზე დაიწყო და 5 მარტს დასრულდება. პროგრამის წარდგინების დასრულების შემდეგ, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა  რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ მისამართზე: https://www.hr.gov.ge/.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა