ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ევრაზიის საერთაშორისო სიმპოზიუმი თურქეთის რესპუბლიკაში

სურათი

23-27 მაისს,  ანტალიაში ევრაზიის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა, სადაც  16 ქვეყნის ასამდე მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობდა. სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ, თურქეთის პამუკალეს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ხუსეინ აგჯა, ქ. ანტალიის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი პროფესორი მუსტაფა თურანი, ბელორუსიის აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი ლევ ზავოდნიკი, ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, აზერბაიჯანის მარდაგიანის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ტოფიკ მამმადოვი, ინდოეთის შივაჯის ბიომრავალფეროვნების უნივერსიტეტის პროფესორი შანდრაკანტ სალუნკჰე, ამერიკის მასაჩუსეტის უნივერსიტეტის დეკანი, პროფესორი ვადე  შერბრუკი.

საერთაშორისო სიმპოზიუმი სამ სექციაში მუშაობდა. სუბტროპიკული მემცენარეობის სექციის თავმჯდომარედ, აირჩიეს აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, თანათავმჯდომარეებად კი ინდოეთის შივაჯის ბიომრავალფეროვნების უნივერსიტეტის პროფესორი შანდრაკანტ სალუნკჰე, ნახიჩევანის ბიორესურსების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ტარიელ ტალიბოვი. სექციაში  მეცნიერებმა  35 მოხსენება წარმოადგინეს.

აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის ნაშრომმა: „იაპონიიდან ინტროდუცირებული მანდარინის ადრემწიფაბადი ჯიშების ადაპტაციისა და აკლიმატიზაციის თავისებურებანი აჭარაში“, სიმპოზიუმის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია და მას მოხსენებისათვის პამუკალეს უნივერსიტეტის რექტორმა სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი გადასცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა