ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ტრენინგი აგრარულ მიმართულებებში

სურათი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის  GRDD 0f GIPA-s  ეგიდით, ევროკავშირის   დონორობის ფარგლებში,  ტექნოლოგიური  ფაკულტეტის აგრარულ მიმართულებაზე   ჩატარდა  ტრენინგი „კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით, რეგიონალურ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“.  ტრენინგის მსვლელობისას  განხილულ იქნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების  სფეროში არსებული აქტუალური პრობლემები და მათი მიმართება  თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთან.  მომხსენებელმა  აგროსერვისცენტრის  დირეტორის  მოადგილემ  ლევან ბოლქვაძემ ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძვლების და კონკრეტულ კლიმატურ პირობებში  ძირითადი კულტურების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.   ტრენინგის ფარგლებში  საერთაშორისო ორგანიზაცია “MERSY CORPS“ -ის მეცნიერ კონსულტანტმა მემცენარეობის დარგში და ცხოველთა კვებაში,  სოფლის მეურნეობის აკადემიურმა  დოქტორმა  კობა კობალაძემ წაიკითხა ლექცია  თემაზე: ,,სოფლის მეურნეობის წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევები, მიწათმოქმედებისა და მემცენარეობის განვითარების კანონები. მოსავლის  რაოდენობრივი,  ხარისხობრივი, ეკონომიკური მაჩვენებლების განმსაზღვრელი ფაქტორები და მთი რეგულირება’’.  ტრენინგის დასასრულს გაიმართა დისკუსია, დაისახა სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებიც. შემდგომი ტრენინგის ჩატარება  დაიგეგმა  22 და 25 მარტს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა