ტექნოლოგიური ფაკულტეტი

,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ - პროგრამის წარდგინება

სურათი

ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი უნივერსიტეტში ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და ახალი მუნიციპალური პროგრამა ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ გააცნო. პროგრამა წარმატებული სტუდენტებისთვის ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებს. 150 და 200-ლარიანი სტიპენდია 2014 წელს  ჩარიცხული უმაღლესი აკადემიური  განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანამანათლებლო პროგრამების იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. კონკურსში მონაწილეობა  შეუძლიათ მშენებლობისა და  არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებს, რომელთაც მიღებული აქვთ დადებითი შეფასება არანაკლებ  81-90 ქულა. პროგრამის ფარგლებში 30 სტუდენტი დაფინანსდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა