ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსტენციის სპეციალისტი რეზა რაფის ვიზიტი

სურათი

12-14 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგროსკოლის/აგრარული ექსტენციის ცენტრს ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსტენციის სპეციალისტი რეზა რაფი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა სამდღიანი საველე სწავლება მოცვის კულტურის სხვლა-ფორმირების საკითხებზე. საველე ტრენინგებს ესწრებოდნენ აგრარული მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ფერმერები და სამინისტროს ადგილობრივი ექსტენციის სამსახურის წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა USAID პროექტ ფერმერის პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს ACDI/VOCA.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა