ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ვიზიტი მინიოს უნივერსიტეტში

სურათი

14-18 ნოემბერს, ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიზო ფარცხალაძე „Erasmus+ PEERS“ - ის აკადემიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მინიოს უნივერსიტეტს ეწვია. მობილობის პირველ დღეს  გაიმართა შეხვედრა ბრაგაში, მინიოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში პროფ.  გ. ფარცხალაძემ ჩაატარა ლექციები კომპიუტერულ მოდელირებასა და ფოლადის სტრუქტურების დაპროექტების ავტომატიზებულ სისტემებზე.  ასევე, პრეზენტაცია გამართა  წინასწარ დაძაბული სტრუქტურების, კოლონების მდგრადობისა და მასალის მუშაობის დრეკად-პლასტიკურ არეს შესახებ. პროფ. გიზო ფარცხალაძე ვიზიტის დროს გაეცნო მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების მეთოდიკას და  ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მეთოდოლოგიას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა