ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს უეფას ქალთა ჩემპიონატის ლიგაში

სურათი

ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტებმა, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ წევრებმა ნინი გუჯაბიძემ, მარიამ გოგეშვილმა და ნინო ჩხრტიშვილმა წარმატებულად იასპარეზეს უეფას ქალთა ჩემპიონატის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ქართველმა სპორტსმენებმა  შიმკენტში გამართულ ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ ოკჟეტპესს დამატებით დროში 2:1 სძლიეს. კლუბი „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. „ლანჩხუთი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 18/19 ნოემბერს ჩაატარებს და ქსკ „ოლიმპია კლუჟს“ რუმინეთში დაუპირისპირდება.   


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა