ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება ფიზიკის აქტუალურ საკითხებზე

სურათი

ბათუმის კერძო სკოლას „თაობა XXI“-ის მოსწავლეებისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარეს. ასოცირებულმა პროფესორმა იზოლდა ჯაბნიძემ ლექცია წაიკითხა თემაზე: „მთვარე - დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი“ და ისაუბრა მთვარეზე არსებულ ბუნებრივ პირობებზე. მომხსენებელმა მოსწავლეებს ასევე აუხსნა, თუ რა როლი შეასრულა მთვარემ დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის პროცესში, რა გავლენას ახდენს ის დღეს და როგორ იყენებენ ამ ზეგავლენას ადამიანები ყოფა-ცხოვრებასა თუ ტექნიკაში. სრულმა პროფესორმა  ნუგზარ ღომიძემ  მოსწავლეებს რამდენიმე ხელსაწყოს მოქმედების პრინციპი გააცნო და სახალისო ცდები ჩაატარა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა