ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის VIII ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის VIII ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხუთდღიან სამეცნიერო ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე მეცნიერი მონაწილეობს და მიზნად ისახავს მათემატიკის უახლესი სამეცნიერო მოღწევების წარდგინებას. თანამედროვე მათემატიკის აქტიურად განვითარებადი დარგების პრობლემატიკაზე 11 სექცია იმუშავებს. სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით იმართება.
 
სამეცნიერო კონფერენციის სექციები:
 
  • ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა;
  • ალგებრა, ტოპოლოგია, გეომეტრია და რიცხვთა თეორია;
  • ბუნებრივი ენების ლოგიკა და გამოთვლითი ლინგვისტიკა;
  • გამოყენებითი ლოგიკა და პროგრამირება;
  • დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენებები;
  • მათემატიკური განათლება და ისტორია;
  • მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;
  • მათემატიკური ფიზიკა;
  • ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი;
  • უწყვეტ გარემოთა მექანიკა;
  • ტექნოლოგიები, ქსელები, გამოთვლები და მათი გამოყენებები.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა