ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გარდაიცვალა ასოცირებული პროფესორი ზებურ ავალიანი

სურათი

მოულოდნელად გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზებურ ავალიანი. მათემატიკის დაფუძნებისა და სწავლების, ალგებრისა და რიცხვთა თეორიის ცნობილი მკვლევარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათემატიკის განვითარებაში.

ასოცირებული პროფესორი ზებურ ავალიანი დაიბადა 1957 წლის 20 ივნისს, ქედის რაიონის სოფელ დანდალოში. 1974 წელს დაამთავრა სოფელ გოგიაშვილების საშუალო სკოლა და გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი, რომლის 1978 წელს, წარმატებით დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქედის რაიონის გოგიაშვილებისა და კოკოტაურის სკოლებში მათემატიკის მასწავლებლად. 1984 წელს გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტი, რომლის დამთავრების შემდეგ, დიდი წარმატებით აგრძელებს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი 2003 წელს  იცავს დისერტაციას თემაზე: „ კლასის ნახევარმესერებით განსაზღვრულ ბინარულ მიმართებათა სრული ნახევარჯგუფები“.

აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ასოცირებული პროფესორი ზებურ ავალიანი როგორც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე აჭარის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. განსაკუთრებულია მისი წვლილი მათემატიკის პოპულარიზაციაში. ის თანამშრომლობდა სხვადასხვა სკოლის მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებთან. მას თვლიან მათემატიკის დაფუძნების, კერძოდ, სასკოლო მათემატიკის ერთერთ ცნობილ მკვლევარად.

ბატონი ზებური ავალიანი უსაზღვროდ იყო შეყვარებული მშობლიურ ქვეყანაზე, გამოირჩეოდა აქტიური ეროვნულ-მოქალაქეობრივი პოზიციით, ყოველთვის აქტიურად ეხმიანებოდა საქართველოში მიმდინარე ეროვნულ მოვლენებს და იდგა იქ, სადაც ქვეყანას და ხალხს სჭირდებოდა. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება კოლეგებსა და მეგობრებში.

 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა