ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტი მარიამ ჩხაიძე სამეცნიერო პროექტის მუშაობაში ჩაერთო

სურათი

ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის სპეციალობის 70%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტი მარიამ ჩხაიძე სამეცნიერო პროექტის მუშაობაში ჩაერთო. ახალგაზრდა მკვლევარი გამოსაცდელი ვადით (ერთი წლით) აყვანილი იქნა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის (ექსპერიმენტატორი) პოზიციაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „ოპტიკურად მკვრივი, შემთხვევითი ფაზური ეკრანის ფლუორესცენციის მახასიათებლების რაოდენობრივი და გაბნეული ლაზერული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის სტატისტიკური მომენტების სპექტრალური ანალიზი“ (#R/152/9-240/14, სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი ნუგზარ ღომიძე) ფარგლებში. პირველკურსელი სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს ექსპერიმენტულ გაზომვებში და სამეცნიერო ინფორმაციის შეგროვება-გადამუშავებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა