საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

თურქ მეცნიერთა დელეგაციის ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტს თურქ მეცნიერთა დელეგაცია ეწვია. ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის პროფესორი ბულენთ თურგუთი, 19 მაისის (სამსუნი) უნივერსიტეტის პროფესორები რიდვან ქიზილქაია, იზეთ აქჩა და ორდუს უნივერსიტეტის პროფესორი თაიფუნ აშკინი ნიადაგმცოდნეებსა და მცენარეთა დაცვის სპეციალისტებს შეხვდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. შეხვედრა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა