
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის „რადიოლოგია“ რეზიდენტთა სასწავლო კონფერენცია „რენტგენოლოგიის ზოგადი საკითხები“. ბსუ-ში აღნიშნული პროგრამის პირველი აკრეტიტაცია განხორციელდა 2009 წელს და გრძელდებოდა 2018 წლის ჩათვლით; მიმდინარე წლის 1 აპრილიდან განახლდა რადიოლოგიის სპეციალობის მაძიებელთა სასწავლო პროცესი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ხუთი მოხსენება:
- რენტგენის სხივის წარმოქმნა, მისი ბუნება და თვისებები (ლედი ბათნიძე);
- რენტგენოლოგიური გამოსახულების მიღების პრინციპი და მეთოდიკა (ნინი კუტალაძე);
- ორგანზომილებიანი რენგენოგრაფიული გამოსახულების პროექციის გეომეტრია (მარი შაინიძე);
- ციფრული რენტგენოგრაფია (დიანა ვარშანიძე);
- რადიაციული უსაფრთხოება რადიოლოგიაში (მზია ბოლქვაძე).
| უკან |















