საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სტუდენტთა კომპლექსური სასწავლო–საველე პრაქტიკა

სურათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგია minor–ის და ეკოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის ბაკალავრები და ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სპეციალობის პირველი კურსის მაგისტრანტები, ორ ეტაპად (თითოეული შვიდი დღის განმავლობაში)  იმყოფებოდნენ გასვლით კომპლექსურ სასწავლო–საველე პრაქტიკაზე. საველე პრაქტიკის ფარგლებში, ველზე უშუალო დაკვირვების გზით, ბაკალავრები გაეცნენ დაბლობის  დაჭაობებული და შერეულფოთლოვანი ტყეების ეკოსისტემებს; ჭაობის, ლენტური და ლოტური ტიპის წყლის ეკოსისტემებს ისპაანის ჭაობის, მდ. ჩოლოქის, პალიასტომის ტბისა და სანაპირო ლაგუნების მაგალითზე.

ასევე გაეცნენ სამეგრელო–ზემო სვანეთის ფარგლებში ნახეს ხმელეთის ეკოსისტემების ვერტიკალური სარტყლიანობა ფოთლოვანი, შერეული და წიწვოვანი ტყეების მაგალითზე და ტრანზიტული ტიპის წყლის ეკოსისტემა ენგურჰესის მაგალითზე; მესტია–თეთნულდი-ჰაწვალის მიდამოებში კი მოინახულეს სუბალპური და ალპური ეკოსისტემები და სუბნივალური და ნივალური (ზ.დ. 3050 მ) სარტყლის თოვლით დაფარული მწვერვალები; სტუდენტები გაეცნენ მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ხმელეთის რელიქტურ ეკოსისტემებს და ლოტური წყალსატევების თავისებურებებს; სამცხე-ჯავახეთის ეროვნული პარკის ფარგლებში დააკვირდნენ ტყის ნაალაგარზე განვითარებულ მთის  ველებს და მოინახულეს და გაეცნენ აქ მრავლად წარმოდგენილი მდინარეებისა და მაღალი მთის ტბების თავისებურებებს.

მაგისტრანტები გაეცნენ საქართველოს მცენარეული საფარის ცენოტიპურ მრავალფეროვნებას, ენდემურ და რელიქტურ სახეობებს, დაეუფლნენ ფიტოცენოზების აღწერის უნარ ჩვევებს.

სტუდენტები ველზე მუშაობის პროცესში დაეუფლნენ შეგროვილი მასალის კამერული დამუშავების  მეთოდებს, შეიძინეს საველე ხელსაწყოების გამოყენების უნარ–ჩვევები, მოახდინეს საინტერესო ობიექტების ფოტოგრაფირება და GPS ნავიგატორით კოორდინატების ჩანიშვნა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა