საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში კონფერენცია „პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ინოვაციისთვის“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია „პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ინოვაციისთვის“ გაიხსნა. კონფერენცია  ERASMUS+ის პროექტის ARTIST (Action Research to Innovate  Science Teaching & Career Orientation - პრაქტიკული კვლევა მეცნიერების სწავლების ინოვაციისა და კარიერული  ორიენტაციისათვის) დასკვნით, შემაჯამებელ ღონისძიებას წარმოადგენს.

პროექტის ARTIST კოორდინატორია პროფესორი ინგო აილკსი (ბრემენის უნივერსიტეტი), თანა -კოორდინატორი პროფესორი მარიკა კაპანაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს შვიდი ქვეყნის: გერმანიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, ისრაელის, თურქეთის,  ფილიპინების, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი. პროექტი მიზნად ისახავს  მეცნიერებით სტუდენტთა დაინტერესებას, პრაქტიკული სწავლების გზით საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის მოტივაციის ამაღლებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარი უმაღლესი სასწავლებელია  (კოორდინატორი პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი). საგრანტო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ ბსუ-ს ბიოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ უნივერსიტეტსა და საჯარო სკოლებში  პრაქტიკული კვლევის ინოვაციური მეთოდების დანერგვას, ახალი კურიკულუმის შემუშავებას. პროექტის მუშაობაში ჩართულია  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  საჯარო და კერძო სკოლების 9 ბიოლოგიისა და ქიმიის  მასწავლებელი, ასევე სამი საწარმო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნა“. პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეგიონული ქსელი: სკოლა - საწარმო- უნივერსიტეტი.

პროექტის ამოცანების  განხორციელების  მიზნით, კერძოდ: სამოდელო გაკვეთილების, სამუშაო შეხვედრების, მასტერ-კლასების ჩასატარებლად შეიძინეს 43 000 ევროს ღირებულების ლაბორატორიული ტექნიკა და მასალები. აღნიშნული ტექნიკა გახდება ბაზა პრაქტიკული სწავლების ინოვაციური მეთოდების უფრო ფართოდ დასანერგად და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გასაუმჯობესებლად  უნივერსიტეტსა და საჯარო სკოლებში.

კონფერენცია 1 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა