საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

22 ოქტომბერი - ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

23 ოქტომბერს ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღის მიერ ორგანიზებულ ხის დარგვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. სტუდენტებს ამ დღის მნიშვნელობასა და ბაღის ფლორისტულ სიმდიდრეზე  ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია ესაუბრა. ახალგაზრდებმა  მოისმინეს ლექცია კლიმატის გლობალური ცვლილებების შესახებ, შემდეგ კი ბოტანიკური ბაღის ფლორისტულ განყოფილებებსა და საკოლექციო ნაკვეთებზე ნერგები დარგეს. ღონისძიების მიზანი იყო მწვანე ნარგაობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება, ბაღის მერქნიან მცენარეთა კოლექციების შევსება-განახლებასა და გაზრდაში სტუდენტ-ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა