„სამხრეთ კავკასიის შავი ზღვის რეგიონის კლიმატის მოდელირება“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამდღიანი სკოლა-კონფერენცია ტარდება თემაზე: „სამხრეთ კავკასიის შავი ზღვის რეგიონის კლიმატის მოდელირება“. სწავლება ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის მეცნიერებსა და სტუდენტებს, შეისწავლონ თანამედროვე კლიმატის მოდელირების პროგრამა. თანამედროვე პირობებში არსებობს შესაძლებლობა რიცხვითი სიმულაციური და რეგიონალური კლიმატის მოდელების შექმნისა, რის საფუძველზეც წინასწარ განისაზღვრება და შეფასდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედება გარემოზე. სკოლა-კონფერენციის ფარგლებში განიხილება რეგიონალური კლიმატური მოდელები: RegCM, WRF და ჰაერის დაბინძურების მოდელი CMAQ, მათი გამოყენების პირველი შედეგები და პერსპექტივები სამხრეთ კავკასიის/შავი ზღვის რეგიონის მომავალი კლიმატის მოდელირებისათვის.

სკოლა-კონფერენციის სწავლებაში ჩართულია 12 უცხოელი და 10 ქართველი მონაწილე.


ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩრდილო კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის (NC State University) ორგანიზებით და ICTP - თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (იტალია) დაფინანსებით ტარდება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა