საინფორმაციო სემინარი მონაცემთა ბაზების შესახებ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო მონაცემთა ბაზების  საინფორმაციო დღე გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში  ბსუ-ს ეწვია EBSCO- ს გაყიდვების მენეჯერი ირინა კრესიაკოვა. სტუმარმა უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკარებისა და აკადემიური პერსონალისათვის სემინარი გამართა თემაზე: "EBSCO-ს საძიებო სისტემის შესაძლებლობები და აკადემიური ელექტრონული ბაზები".

სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო ელექტრონულ მონაცემთა ბაზების შექმნის ისტორიას,   მის მნიშვნელობას კვლევებისა და სწავლების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხისთვის. განიხილეს EBSCO-ს მონაცემთა ბაზების შესაძლებლობები.

შეხვედრის  მეორე ნაწილში ირინა კრესიაკოვამ  დამსწრე საზოგადოებას  მონაცემთა ბაზების ძებნის ინსტრუმენტები სრული ტექსტებით, ვიდეო და აუდიო ლიტერატურით სარგებლობის შესაძლებლობები  გააცნო. საინფორმაციო სემინარი პროფესორებისათვის ბსუ-ს  ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა